თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი.
თენგიზ ვერულავა
პროფ. თენგიზ ვერულავა არის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი. იგი ამავე დროს არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. მას მოპოვებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იგი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია" მთავარი რედაქტორია. თენგიზ ვერულავა არის 17 წიგნის და 400-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში (10h-index SCOPUS). 2018 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო „წლის საუკეთესო მეცნიერი სიცოცხლის შემსწავლელ და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებებით“. იგი არის მრავალი საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. 2001 წლიდან ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IHEA) წევრია. ფლობს კონსულტირებისა და ტრენინგების ჩატარების 25-წლიან გამოცდილებას ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის, გლობალური ჯანდაცვის, სადაზღვევო საქმის მიმართულებებით.
სამედიცინო ბაზრის მორალური რისკი
წინამდებარე წერილში განვიხილავ სამედიცინო ბაზრის მორალურ რისკს.
რატომ ვერ შენდება ქვეყანა?!
ანუ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს უფრო კონკურენტული ფარმაცევტული სისტემა გვქონია!
ჯანმრთელობა, როგორც უფლება თუ პრივილეგია?
საერთაშორისო საზოგადოება ადამიანის უფლებებს უნდა განიხილავდეს გლობალურად.
კონკურენტული სადაზღვევო სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვის გამოწვევები
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას მართავს სოციალური მომსახურების სააგენტო.
თურქეთი ჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმის მაგალითია
რეფორმის შედეგად თურქეთში გაუმჯობესდა სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა და მიწოდება.