ავიაკომპანია Emirates-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გარკვეული ზომების მიღებას გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანია შუა სკამებზე მგზავრების დასმას შეზღუდავს, ასევე მგზავრებს ბორტზე ბარგის ატანის უფლებას არ მისცემს.
“სკამები ხელახლა განვათავსეთ შუაში ცარიელი ადგილით, რათა დავიცვათ ფიზიკური დისტანცირების პროტოკოლი”, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
ავიაკომპანია ასევე იწყებს მგზავრების კორონავირუსზე შემოწმებას ბორტზე ასვლამდე. რაც შეეხება სხვა ზომებს:
• ეკიპაჟის ყველა წევრი, ასევე რეისის განხორციელებაზე მომუშავე ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს მგზავრთან, აღჭურვილი იქნება დამცავი საშალებებით, მათ შორის ე.წ ფარით, პირბადით, ხელთათმანებით;
• ბორტზე დროებით აღარ იქნება ხელმისაწვდომი ჟურნალები და სხვა საკითხავი მასალა;
• ბორტზე მხოლოდ ისეთი ნივთების ატანა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა ლეპტოპი, ხელჩანთა, მცირე ზომის ჩემოდანი და ბავშვისთვის საჭირო ნივთები;
• პირბადეები და ხელთათმანები ასევე უნდა ეკეთოს ყველა მგზავრს მთელი მგზავრობის განმავლობაში, მანამ ვიდრე ისინი თვითმფრინავს არ დატოვებენ.
პანდემიის გამო, Emirates-მა უმეტესი ავიარეისების განხორციელება შეაჩერა, ახლა კი ცდილობს თანდათან ოპერირების განახლებას.
დატოვე კომენტარი