ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზა ხელახლა გააუქმა და მსოფლიოს პირველი ჩოგნის ქვეყნიდან დეპორტაციას გეგმავს, – ამის შესახებ BBC-ი წერს. ამრიგად, სამართლებრივი დავა ერთადერთი გამოსავალია, რომელიც სპორტსმენს დარჩა, რათა შანსი ჰქონდეს „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ გამოვიდეს.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩის ავსტრალიაში ჩასვლის საგა, რომელიც სპორტსმენის მიერ ქვეყნის კოვიდ-რეგულაციების შესაძლო დარღვევებს უკავშირდება, ჯერ კიდევ 6 იანვარს დაიწყო. თავდაპირველად, ჯოკოვიჩი ქვეყანაში არ შეუშვეს და აეროპორტიდან პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, 10 იანვარს, სპორტსმენმა ქვეყანას სასამართლო დავა მოუგო.
შეგახსენებთ, რომ „ავსტრალიის ღია პირველობა“ 17 იანვარს აიღებს სტარტს. ეს ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩს 9-ჯერ აქვს მოგებული. ამასთანავე, ბოლო წლებში, „დიდი სლემის“ ტურნირებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ, რადგან გასული ათწლეულების საუკეთესო ჩოგბურთელებს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფა ნადალსა და როჯერ ფედერერს ეს მაჩვენებელი თანაბრად აქვთ – თითოეულ მათგანს „დიდი სლემის“ 20 ტურნირი აქვთ მოგებული.
დატოვე კომენტარი