გასულ წელს საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 15,566 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც 2015 წელთან შედარებით, 3400-ით შემცირებული მაჩვენებელია და ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. შედარებისთვის: 2012 წელს საქართველოდან 58,095 ცალი მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შემცირდა სატვირთო ავტომობილების ექსპორტიც და მან 1,069 ერთეული შეადგინა, ნაცვლად 2015 წლის 1,702-სა.
გაიზარდა საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა და მან 88,013 ცალი შეადგინა, ნაცვლად 2015 წლის 84,583-სა. 2016 წელსვე, საქართველოში 8,160 ცალი სატვირთო ავტომობილი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით, 1256-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
გასულ წელს იმპორტირებული მოტოციკლების რაოდენობამ 5,676 ცალი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2015 წელს საქართველოში 2,210 მოტოციკლი შემოვიდა.
გასულ წელს, მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 477 040 700 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან რეექსპორტირებული ავტომანქანების უმრავლესობა სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის, თუმცა აზერბაიჯანში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 62%-ით შემცირდა, ხოლო სომხეთში გაყვანილი ავტომანქანების რაოდენობა – 25%-ით.
დატოვე კომენტარი