აზერბაიჯანი ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო სისტემებს ნერგავს

აზერბაიჯანი ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო სისტემებს ნერგავს

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი The Aztelecom LLC  მაღალი ხარისხის საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად  IP მულტიმედიური ქვესისტემის ტექნოლოგიაზე გადავიდა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს (ახალი თაობის კომუნიკაციები).

ახალი ტიპის, Alcatel 1000 S-12 ტიპის სადგურებზე გადასვლის პროცესი 2019 წლიდან დაიწყო.

„თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ახალი სადგურები წარმატებით დამონტაჟდა და გამოიცადა ბაქოსა და ევლახის რაიონში, რის შემდეგაც ისინი ექსპლუატაციაში შევიდა“ – განაცხადა აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების  მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ IMS ტექნოლოგიაზე გადასვლა აბონენტებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ უკეთესი ხარისხის სატელეფონო მომსახურება.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ICT სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია აზერბაიჯანში.

„აზერბაიჯანის რეგიონებში, დაბებსა და სოფლებში საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში მოქალაქეების მდგრადი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი აღჭურვილობის მიწოდებაზე“ – აღნიშნა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *