აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი რუსეთსა და საქართველოში საკუთარი აქტივების გაყიდვას გეგმავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, უცხოური აქტივების დათმობას ბანკი მიმდინარე წელს გეგმავს, ხოლო სახელმწიფო ბანკის წილიდან გასვლას 2018 წელს გეგმავს.
აზერბაიჯანული ბანკის შვილობილი IBA-Georgia ბანკი, რომელიც ემსახურება როგორც ქართველ, ისე აზერბაიჯანელ კლიენტებს, საქართველოში 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ბანკმა წლის პირველიკვარტალი 1 754 001 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.
საგარეო ვალდებულებების ნებაყოფლობით რესტრუქტურიზაციაზე ბანკმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა.
დატოვე კომენტარი