აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ საკუთარ ინტერნეტ-წყაროებში მთიანი ყარაბაღის რეგიონში მორიგი სამხედრო ოპერაციის დაწყების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ოპერაცია „ანგარიშსწორების“ მიმდინარეობისას, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთლიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლე დაიბრუნეს და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტრო საკუთარ ვებ-გვერდზე მთლიან ყარაბაღში თურქული დრონებით, Bayraktar TB2-ებით, სომხური პოზიციების დაბომბვის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გარკვეული სიმაღლეების დაპყრობას ცდილობდნენ.

„სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების რამდენიმე საომარი პოზიცია, D-30 ტიპის ჰაუბიცები, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა“ – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ სამხედრო ოპერაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და აზერბაიჯანულ მხარეს უკანონოდ ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობა დააკისრა. 3 აგვისტოს კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანი სამმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *