აზერბაიჯანში დამატებით სამი ახალი ეკონომიკური რეგიონი შეიქმნა. ქვეყნის დედაქალაქი დამოუკიდებელ ეკონომიკურ ერთეულად იქცა, რაც სამომავლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განსავითარებლად საკმაოდ სასურველ გარემოებებს ქმნის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ქვეყნის ეკონომიკურ რეგიონებად დაყოფის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. შედეგად, აზერბაიჯანის ეკონომიკურ რუკაზე ერთბაშად სამი ახალი ეკონომიკური რეგიონი დაარსდა: ყარაბაღის, აღმოსავლეთ ზანგეზურისა და ბაქოსი.
აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკური რეგიონი
ამ რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანის მართვაში მყოფი რამდენიმე რაიონი მოექცა. იგი სულ ხუთ ტერიტორიულ ერთეულს გააერთიანებს. პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონს ტრადიციული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული წარსული აქვს.
ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონი
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონის დაარსება ხელს შეუწყობს ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენასა და სწრაფ განვითარებას.
ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი სახელმწიფოსათვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. განსაკუთრებით ბაქოს ცალკე ეკონომიკურ რეგიონად გამოყოფა კიდევ უფრო გაზრდის ინვესტორების ინტერესს ქვეყნის დედაქალაქისადმი.
დატოვე კომენტარი