უცხოელი ინვესტორები წელს ინდური ვალუტის აქციების ყიდვისაგან თავს იკავებდნენ. ამის გამო კი ინდურმა რუპიამ აზიის ყველაზე სუსტი, ცუდშედეგიანი ვალუტის სტატუსი „დაიმსახურა“. ეროვნული ვალუტა მიმდინარე კვარტალში 2.2%-ით იმის გამო დაეცა, რომ გლობალურმა ფონდებმა ქვეყნის საფონდო ბაზრიდან 4 მილიარდი დოლარის კაპიტალი ამოიღეს. არსებული მონაცემების თანახმად კი ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია რეგიონულ ბაზრებში.
Goldman Sachs Group-ისა და Nomura Holdings-ის მიერ ცოტა ხნის წინ შემცირებული პერსპექტივების შემდეგ უცხოელებმა ინდური ვალუტის აქციები ერთიმეორის მიყოლებით გაყიდეს. თუმცა, გარდა ამისა, ინდური რუპიისადმი ინტერესის კლებაზე გავლენას რეკორდულად მაღალი სავაჭრო დეფიციტი და ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფედერალურ სარეზერვო სისტემასთან განსხვავებებიც ახდენს.
რუპიის გაუფასურება ინდოეთის სარეზერვო ბანკისათვის ორმაგი თავის ტკივილია. მიუხედავად იმისა, რომ სუსტმა ვალუტამ შესაძლოა ხელი შეუწყოს პანდემიის აღდგენის ფონზე ექსპორტის გაზრდას, ის ამავდროულად წარმოადგენს იმპორტირებული ინფლაციის რისკს. შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს შესაძლოა მეტად გაურთულდეს საპროცენტო განაკვეთის რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნება.
როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ემატება კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონისაგან მომდინარე საფრთხეც, რაც უცხოელ ინვესტორებს სიფრთხილისაკენ უბიძგებს. ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, 587 მილიონი აშშ დოლარის გადინება დაფიქსირდა ობლიგაციებშიც.
დატოვე კომენტარი