ლონდონი ნიუ-იორკის შემდეგ ბანკირებისა და ტრეიდერებისთვის რიგით მეორე საუკეთესო ქალაქის სტატუსის შესანარჩუნებლად იბრძვის. „გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის“ მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ბევრი უპირატესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირთან გაყრის პროცედურები დაასრულა. კერძოდ, გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ლონდონმა 23 ქულა დაკარგა, ის ახლა მხოლოდ 1-2 ქულით უსწრებს შანხაის, ჰონკონგსა და სინგაპურს.
გთავაზობთ ტოპ-10 ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ბანკირებისა და ტრეიდერებისთვის საუკეთესო ცენტრებადაა მიჩნეული:
- ნიუ-იორკი – (764 ქულა)
- ლონდონი – (743 ქულა)
- შანხაი – (742 ქულა)
- ჰონკონგი – (741 ქულა)
- სინგაპური – (740 ქულა)
- პეკინი – (737 ქულა)
- ტოკიო – (736 ქულა)
- შენჯენი – (731 ქულა)
- ფრანკფურტი – (727 ქულა)
- ციურიხი – (727 ქულა)
რეიტინგს ფინანსისტები და ამ დარგის პროფესიონალები მსოფლიო ბანკის, გაეროს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებზე დაყრდნობით ადგენენ.
მას შემდეგ, რაც 1 იანვარს ბრექსითის პროცედურები დასრულდა, ლონდონიდან მილიარდობით დოლარის აქტივები გაქრა.
„მე არ ვპროგნოზირებ ლონდონის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ცენტრის სტატუსის დასრულებას, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ქალაქი ახლა ყველაზე გაურკვეველ ვითარებაშია“, – განაცხადა კაპიტალით ვაჭრობის პლატფორმა Aquis Exchange-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ალასდაირ ჰეინესმა.
დატოვე კომენტარი