ბანკების პირველი კვარტალის მოგების მაჩვენებლები

ბანკების პირველი კვარტალის მოგების მაჩვენებლები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  – 98.6 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ ჰქონდა. თუმცა, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით „თიბისის“ მოგება 8%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 73.4 მლნ ლარით, რაც 2%-ით ნაკლებია 2018 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „ტერაბანკია“ 6.2 მლნ ლარის მოგებით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „კრედო ბანკი“, რომლის მოგებაც 6-ჯერ გაიზარდა და 5.7 მლნ ლარი შეადგინა. 5-ჯერ გაიზარდა „ბანკი ქართუს“ მოგება. 177%-ით შემცირდა „ხალიკ ბანკის“ მოგება და -2.6 მლნ ლარი შეადგინა. „ხალიკ ბანკის“ გარდა ზარალით სამმა ბანკმა დაასრულა პირველი კვარტალი.

პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 199 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 87% ორ მსხვილ ბანკზე მოდის. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 15%-ით არის შემცირებული.

 

ბანკის დასახელება

2019 წლის პირველი კვარტლის მოგება,        მლნ ლარებში

2018 წლის პირველი კვარტლის მოგება,        მლნ ლარებში

1

თიბისი ბანკი

98.6

107.7

2

საქართველოს ბანკი

73.4

74.8

3

ტერაბანკი

6.2

6.2

4

კრედო ბანკი

5.7

0.9

5

პროკრედიტ ბანკი

4.6

8.1

6

ბანკი ქართუ

4.1

-1.0

7

ლიბერთი ბანკი

4.0

15.0

8

ვითიბი ბანკი ჯორჯია

2.4

9.1

9

ბაზისბანკი

2.2

7.2

10

იშ ბანკი

1.8

0.0

11

ზირაათ ბანკი

0.8

0.6

12

სილქ როუდ ბანკი

-0.2

0.0

13

პაშა ბანკი

-0.9

0.9

14

ფინკა ბანკი

-1.5

0.6

15

ხალიკ ბანკი

-2.6

3.4

ყველა ბანკი

199

233

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *