საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (პირველი 2 კვარტლის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი წმინდა მოგება – 208.4 მლნ ლარი “საქართველოს ბანკს” ჰქონდა, რაც 84.3%-ით მეტია 2016 წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მეორე ადგილზე “თიბისი ბანკია” 149.5 მლნ ლარით, რაც 61.8%-ით მეტია წინა წლის პირველი ნახევრის მოგებაზე. მესამეზე “ლიბერთი ბანკია” 20.2 მლნ ლარით.
წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა “ხალიკ ბანკი“, რომლის მოგებაც 175.6%-ით გაიზარდა და 7.2 მლნ ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის „ტერაბანკი“, რომლის მოგება 155.7%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად “იშ ბანკის” მოგება შემცირდა – 157%-ით. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც წლის პირველი ნახევარი ზარალით დაასრულა.
წლის პირველ ნახევარში ყველა ბანკმა ერთად 448 მლნ ლარის (54%-ით მეტი) წმინდა მოგება ნახა, რომლის 80% ორ მსხვილ ბანკზე მოდის.
| ბანკის დასახელება | წმინდა მოგების ცვლილება 2016 წლის პირველ ნახევართან შედარებით |
1 | ხალიკ ბანკი | 175.6% |
2 | ტერაბანკი | 155.7% |
3 | სილქ როუდ ბანკი | 117.0% |
4 | საქართველოს ბანკი | 84.3% |
5 | ვითიბი ბანკი ჯორჯია | 76.8% |
6 | თიბისი ბანკი | 61.8% |
7 | ლიბერთი ბანკი | 58.2% |
8 | ბაზისბანკი | 11.6% |
9 | ბანკი ქართუ | -37.0% |
10 | პაშა ბანკი | -43.7% |
11 | პროკრედიტ ბანკი | -48.0% |
12 | ზირაათ ბანკი | -60.4% |
13 | აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი | -72.0% |
14 | ფინკა ბანკი | -75.0% |
15 | იშ ბანკი | -157.0% |
16 | კრედო ბანკი | *ბანკი არის 2017 წლიდან |
დატოვე კომენტარი