დაახლოებით ათი წლის წინ, თუ მომხმარებელი რაიმე მომსახურების ან პროდუქტის გამოწერის სერვისით სარგებლობდა, ეს ძირითადად ჟურნალ-გაზეთები და საკაბელო ტელევიზია იყო. თანამედროვე სამყაროში უკვე შესაძლებელია გახდე ნებისმიერი მომსახურების გამომწერი – იქნება ეს ფილმები, რადიოგადაცემები, ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, ონლაინ პროდუქტები თუ საბანკო სერვისები.
თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ Netflix-ის გამომწერების რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში რეკორდულად გაიზარდა და 193 მილიონს მიაღწია მსოფლიოს 190 ქვეყანაში. Amazon Prime-ის გამომწერთა რაოდენობა კი 150 მილიონს აჭარბებს. კიდევ ერთი გიგანტი კომპანია გამომწერთა რაოდენობის მიხედვით, Disney +-ია, რომლის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას უახლოეს წლებში 155 მილიონამდე ელოდებიან. ფაქტია, რომ გამოწერა – როგორც კომფორტული და ციფრული მომსახურება, დღითიდღე უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოიკვეთა 2020-ში, როდესაც მსოფლიო მოსახლეობა მიხვდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული და ავტომატური სერვისები მათ ყოველდღიურობაში. როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება კიდევ დიდხანს. უფრო მეტიც Mckinsey&Company-ს გამოკითხვის მიხედვით, მაგალითად აშშ-ში მომხმარებელთა 46% უკვე იხდის ონლაინ ე.წ სტრიმინგ სერვისში გარკვეულ თანხას, 15% კი ელექტრონული კომერციის სერვისების გამომწერია. ელოდებიან რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
მაინც რატომ გამოწერის სერვისი? ამაზე ნათელი პასუხები არსებობს. პირველი – ეს არის ბიუჯეტურობა. იწერ სერვისების ნაკრებს ყოველთვიურად ან ყოველწლიურად და ასე უფრო იაფი გიჯდება მათი მიღება. მეორე მიზეზი კომპანიასთან გამარტივებული და უფრო კომფორტული ურთიერთობაა. მესამე კი – მომსახურების და პროდუქტების პერსონალიზება, ანუ ინდივიდუალური მიდგომაა მომხმარებლისადმი ინტერესებისა და პირობების გათვალისწინებით.
სხვადასხვა მომსახურებისა და პროდუქტის დისტანციურად და ასევე ავტომატურად მიღება და თან ისე, რომ ამაში ერთი წუთიც კი არ დაიხარჯოს, განსაკუთრებით დიდი უპირატესობა გახდა საბანკო სივრცეშიც. ამას მოწმობს ისიც, რომ მომხმარებლები უფრო მეტად იყენებენ ციფრულ საბანკო სერვისებს. თუ ვებგვერდ thefinancialbrand.com-ის გასული წლის მიმოხილვას დავეყრდნობით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემია დაწყებულიც არ იყო, მაგალითად აშშ-ში ბანკების ფილიალების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. მსოფლიო „ლოქდაუნმა“ კი ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. დაჩქარებულ პროცესებს საბანკო სექტორმაც უნდა აუწყოს ფეხი, ვინაიდან ახლა მომხმარებელი გაცილებით უფრო მომთხოვნი, კრიტიკული და დისტანციურ სერვისებზე ორიენტირებული გახდა.
ფეხის აწყობა და ზოგჯერ მოვლენებისთვის გასწრებაც თიბისისგან გასაკვირი აღარაა. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც მათთვის ცხოვრების გამარტივებას და უფრო მეტი კომფორტის უზრუნველყოფას ემსახურება.
ამას მოწმობს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ბოლო ინიციატივა. თიბისი სრულიად ახალ –გამოწერით ბიზნესმოდელზე გადავიდა და სერვისების გამოწერის ბიზნესმოდელი დანერგა. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თითოეული ნაკრები ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და სხვადასხვა მომსახურებას მოიცავს. კერძოდ, შექმნილია სამი ტიპის ნაკრები, რომელიც სხვადასხვა საბანკო პროდუქტსა და სერვისს და საჭიროებებს აერთიანებს .
“თიბისიმ პირველ ეტაპზე გაანალიზა მომხმარებლების საჭიროებები, და ის სერვისები და პროდუქტები, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე შეიქმნა სამი ტიპის ნაკრები – ნაკრები 2₾, ნაკრები 5₾ და ნაკრები 10“, –აღნიშნა Forbes Georgia-სთან საუბრისას თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა, ტატო ნორაკიძემ.
მსგავსი ნაკრებები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია. მომხმარებლები ნაკრების გამოწერით უფრო ნაკლებ ფასად, ბევრი განსხვავებული ტიპის მომსახურებას ავტომატურ რეჟიმში იღებენ. თიბისის ამ მოდელის დანერგვით, სურს, საქართველოში გამოწერის კულტურის განვითარებას შეუწყოს ხელი. “საერთაშორისო ბაზარზე ამ ბიზნესმოდელს ძალიან ბევრი ბრენდი იყენებს, მათ შორის ისეთი ბრენდები, რომლებიც ფინანსურ სექტორში ოპერირებენ. თიბისის სტრატეგია მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაა და სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია გამოწერის მოდელის დანერგვაც. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს კარგად ავუხსნათ, რომ გამოწერის ახალი ბიზნესმოდელი ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს და საბანკო სერვისების და პროდუქტების შეძენა ერთიანად, დამატებითი დანახარჯის გარეშე, ნაკლებ დროშია შესაძლებელი.
გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ ექვსი განსხვავებული ფერის, განახლებული დიზაინის ვერტიკალური ფორმის ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. როგორც თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს მომხმარებლებს კიდევ უფრო გაახალისებს.
სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.
თიბისის მოლოდინია, რომ გამოწერის მოდელით მომხმარებელი აქტიურად ისარგებლებს. დაინტერესება ახალი ბიზნესმოდელის მიმართ როგორც კომპანიაში ამბობენ, უკვე საკმაოდ დიდია.
დატოვე კომენტარი