ბლუმბერგის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, სადაც საქართველოში რეგისტრირებული ბანკები და მსხვილი მიკროსაფინანსოები უცხოურ ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან, 1 დოლარის ფასმა 2.9890 ლარი შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი კურსია. ასე ძვირად სავალუტო ბირჟაზე დოლარი აქამდე არ გაყიდულა.
ამ დროისთვის სავალუტო ბირჟაზე 1 დოლარი 2.9810 ლარი ღირს, დღეს მოქმედი ლარის ოფიციალური კურსი კი 2.9753-ია. ოფიციალური კურსი სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად ყალიბდება და მაღალი ალბათობით, დღის ბოლოს ოფიციალური კურსიც გაიზრდება. ოფიციალური კურსის რეკორდული მაჩვენებელი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაფიქსირდა, როხა 1 დოლარის ფასმა 2.9808 ლარი შეადგინა.
კომერციულ ბანკებში კი ამ დროისთვის 1 დოლარი 3 ლარზე მეტი ღირს, 1 ევროს ფასი კი დაახლოებით 3.33 ლარია.
დატოვე კომენტარი