მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომელმაც მიმდინარე თვეს ინვესტორებს განუცხადა, რომ მან შეცდომა დაუშავა თავდაპირველად ავიაკომპანიებში აქციების შესყიდვით, აგრძელებს აქციების გაყიდვას კორონავირუსის პანდემიის გამო. ის ძირითადად აქციებს ყიდის ავიაკომპანიებსა და ბანკებში. Forbes-ის მონაცემებით, აქციების გაყიდვით ბაფეტმა უკვე $137 მილიარდი დააგროვა.
სულ ბოლო მსხვილი გაყიდვა, რაც ბაფეტის კომპანიამ განახორციელა Goldman Sachs-ში აქციების 84%-ია. აღნიშულ კომპანიაში ბაფეტმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს $5 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
ბაფეტმა Goldman-ში თავისი წილის შემცირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ ფინანსური ინსტიტუტის ღირებულება ბირჟაზე დაახლოებით 30%-ით დაეცა პირველ კვარტალში. ბაფეტის Goldman-ში დარჩენილი ინვესტიცია დაახლოებით $330 მილიონადაა შეფასებული.
ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მა კიდევ ერთ ბანკში გაყიდა აქციები, ესაა JPMorgan Chase, ასევე ელექტრონული კომერციის მიმართულებით მსოფლიოს გიგანტ კომპანია Amazon-ში.
შეგახსენებთ, Berkshire Hathaway-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაახლოებით $50 მილიარდი დოლარი იზარალა. აპრილის თვეში კონგლომერატმა $6.5 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა, ხოლო იმავე პერიოდში შეიძინა მხოლოდ $426 მილიონი დოლარის აქციები.
აღსანიშნავია, რომ ბაფეტი საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებებით გამოვიდა პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით. “მე შეშფოთებული ვარ, თუმცა, ამერიკას ვერაფერი შეაჩერებს. ბოლო პასუხი არის: არასოდეს დადო ფსონი ამერიკის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ბაფეტმა ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც თვის დასაწყისში გაიმართა.
დატოვე კომენტარი