ბაფეტის Berkshire-მა ინვესტირება ფარმაცევტულ კომპანიებში დაიწყო

ბაფეტის Berkshire-მა ინვესტირება ფარმაცევტულ კომპანიებში დაიწყო

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ ოთხ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიაში დაიწყო ინვესტირება. ჯამში Berkshire-მა $5.7 მილიარდის ინვესტირება განახორციელა. კერძოდ, $1.8 მილიარდი Abbvie-ში, Bristol-Myers Squibb-ში და Merck & Co-ში, ხოლო $136 მილიონი Pfizer-ში ჩადო.

ინვესტირების შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების აქციები გაიზარდა.

“კორონავირუსმა სხვანაირად დაგვაფიქრა ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯეიმს არმსტრონგმა Henry H. Armstrong & Associates-ის პრეზიდენტმა, რომელიც Berkshire-ის აქციებს ფლობს.

ცნობისთვის, მესამე კვარტალში Berkshire-მა სატელეფონო კომპანია T-Mobile-შიც შეიძინა $276 მილიონის ღირებულების აქციები. ამასთან, ბაფეტის კონგლომერატმა პანდემიის გავლენით წელს ავიაკომპანიების აქციები გაყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *