ამერიკელი ინვესტორის უორენ ბაფეტის კერძო თვითმფრინავების კომპანია NetJets-მა Aerion-ისგან 20 ზებგერითი ბიზნესლაინერი შეიძინა. ტეხასელი მილიონერის რობერტ ბასის მიერ დაფუძნებულმა სტარტაპმა Aerion-მა შესაბამისი გარიგება უკვე გააფორმა.
საუბარია AS2-ის ტიპის ლაინერებზე, რომელთა წარმოებაც $10 მილიარდზე მეტი დაჯდება. წარმოება ფლორიდის შტატის ქალაქ მელბურნში მდებარე ქარხანაში 2023 წელს უნდა დაიწყოს.
Aerion-ს ამ დრომდე 90 მსგავსი ლაინერი აქვს გაყიდული და გეგმავს, რომ ამ ტიპის პირველი თვითმფრინავები დამკვეთებს 2027 წლისთვის მიაწოდოს. საერთო ჯამში კი მომდევნო ათი წლის განმავლობაში სტარტაპი 300 თვითმფრინავის წარმოებას აპირებს.
AS2-ის ტიპის ლაინერებს ერთ საათში 1 700 კილომეტრის დაფარვა შეეძლება.
როგორც მოსალოდნელია, AS2 იქნება პირველი სამოქალაქო ზებგერითი ლაინერი მას შემდეგ, რაც 2003 წელს Concorde-ის ერა დასრულდა.
დატოვე კომენტარი