ამერიკელმა მილიარდერმა უორენ ბაფეტმა მხოლოდ ორ დღეში $570 მილიონის მოგება ნახა. ამის მიზეზი Business Insider-ის ცნობით, იაპონურ კომპანიებში აქციების შესყიდვა გახდა.
ცნობისთვის, ბაფეტის კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ გასულ კვირას განაცხადა, რომ ხუთ იაპონურ კომპანიაში დაახლოებით 5-5%-იანი წილი შეისყიდა. მათ შორის არის კომპანია Itochu, Marubeni, Mitsubishi, Mitsui, და Sumitomo.
როგორც იაპონიის მარეგულირებელმა სამსახურმა დაადასტურა, ბაფეტს კომპანიებში 5-დან 5.06%-მდე აქციები ეკუთვნის. ეს თანხებში მაგალითად Sumitomo-ს შემთხვევაში $756 მლნ-ს შეადგენს, ხოლო Itochu-ში $2 მილიარდამდე თანხას.
ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბაფეტმა აქციები შეიძინა, იაპონური კომპანიების აქციების ზრდა გამოიწვია, რამაც თავად ამერიკელ ინვესტორსაც $570-მილიონიანი ზრდა მოუტანა.
დატოვე კომენტარი