პირველმა სატვირთო-საკონტეინერო მატარებელმა, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ მიემართება, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიარა და თურქეთში შევიდა, ინფორმაციას თურქულ პრესაზე დაყრდნობით APA’s Georgian Bureau ავრცელებს.
სატვირთო მატარებელი “China Railway Express”-ის სიგრძე 850 მეტრს აღწევს და 42 კონტეინერისგან შედგება. სატვირთო-საკონტეინერო მატარებელის ოფიციალური მიღების ცერემონია ანკარას სარკინიგზო სადგურზე შედგა 6 ნოემბერს.
სატვირთო მატარებელი შემდეგი ქვეყნების გავლით ჩავა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში: ბულგარეთი, სერბეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი სატვირთო-საკონტეინერო მატარებელი ჩინეთიდან, რომელრიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე მარმარილოს არხთან მოწყობილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
დატოვე კომენტარი