ბათუმში უძრავ ქონებას სულ უფრო ბევრი უცხოელი ყიდულობს. TBC ბანკის კვლევის მიხედვით, თუკი გაყიდულ საცხოვრებლებს შორის უცხოელების წილი 2015 წელს მხოლოდ 14% იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.
განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად ბათუმში უძრავ ქონებას უკრაინელები და რუსები ყიდულობენ.
კერძოდ, 2015 წლიდან 2018 წლის პერიოდის ჩათვლით უცხოელებზე ტრანზაქციების 31% მოდიოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი კი შემდეგნაირად ნაწილდება:
- უკრაინა – 8.4%
 - რუსეთი – 8.2%
 - აზია/წყნარი ოკეანეთი – 3%
 - სხვა – 2.8%
 - ისრაელი – 2.4%
 - ევროპა – 2.3%
 - თურქეთი – 1.5%
 - სომხეთი – 1%
 - ირანი – 0.9%
 - აზერბაიჯანი – 0.4%
 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".














