BBC-ი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ კერძზე, ხინკალზე მოგვითხრობს. როგორც BBC აღნიშნავს, კერძის წარმოშობაზე შეიძლება ბევრი იკამათო, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია. ხშირად მას რუსულ “პელმენსაც” ადარებენ, მაგარმ “თუ ქართველს ეტყვი, რომ ხინკალი მათი ტრადიციული კერძი არ არის, შეიძლება მოგკლან კიდეც”. BBC-ი მკითხველს ურჩევს თავად ეწვიოს ამ ჯადოსნურ მხარეს და დააგემოვნოს აღნიშნული კერძი.
BBC აღნიშნავს, რომ კარგი ხინკლის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. ხშირად შეხვდებით მოსაღამოვებულზე ოჯახებს რესტორნებში, მათ მგიდაზე ხინკლის დიდი გროვა უდევთ და მიირთმევენ. თითო ხინკალი ზომით თითქმის ჩოგბურთის ბურთის ზომისაა და გამოტენილია ხორცით, სანელებლებით, მწვანილებით და უგემრიელესი წვენით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველები ხინკალთან ლუდს მიირთმევენ.
ქართული კერძები მისი ხარისხითა და მრავალფეროვნებით პოპულარუულია არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ მთელს კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. ქართულ კერძებს აღიარებდა, მეცხრამეტე საუკუნის რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინიც კი და წერდა, რომ “ყველა ქართული კერძი ლექსია”. მიუხედავად დღევანდელი დაძაბული ურთიერთობისა რუსეთსა და საქართველოს შორის, თუ სტუმარი მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში რესტორნების რეკომენდაციას ითხოვს, ქართული რესტორნები ამ სიაში აუციელბლად მოხვდებიან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველომ ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წალმდე იზრდება, ხოლო 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და გასულ წელს 8 მილიონზე მეტს მიაღწია. ბევრი ვიზიტორი სწორედ გემრიელი კერძების დასაგემოვენბლად სტუმრობს საქართველოს.
მე-20 საუკუნის საბჭოთა პერიოდის მმართველობის დროს, როდესაც საკვები და ღვინის წარმოება მკაცრად იყო სტანდარტიზებული, ქართული კერძების პოპულარიზაციაც შედარებით შეზღუდული იყო. ხოლო, 1990-იან წლებიდან როგორც კი საქართველო გადავიდა კაპიტალიზმზე, ქვეყანამ დაიწყო მასიურად აღნიშნული კერძების რეცეპტების მოძიება და პოპულარიზაცია.
ხინკლის სამშობლოდ ფშავს მიიჩნევენ, სწორედ აქედან გავრცელდა ის საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. ხინკლის მოსამზადებლად საჭიროა მაგარი, უფუარი, ელასტიკური ცომი. მეორე მთავარი ინგრედიენტია ხორცის ფარში. მთაში ტრადიციულად გამოიყენებდნენ ცხვრის ხორცს. ხინკლის ბარში გავრცელებასთან ერთად პოპულარული გახდა ღორისა და საქონლის ხორცის ფარშის ხინკალი და ცხვრის ფარშმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ტრადიციულ ხინკლის ფარშსს ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი.
თუშეთისა და ფშავის რეგიონში მცხოვრები ადამიანები აღნიშნავენ, სანამ ხინკალი ასეთი პოპულარული გახდებოდა და რესტორნების სუფრებზე გადაინაცვლებდა, ცივ ზამთარში და მაღალ მთაში ის გათბობის კარგი საშუალება იყო.
ფშავურ ხინკალს თბილისში ყველაზე გემრიელად ამზადებენ სოფია მელნიკოვას ფანტასტიკურ დუქანში, სადაც გარემოც გამორჩეულია. ქალაქის ცენტრში რესტორნის ეზო ვაზის ფოთლით არის დაფარული.
დღესდღეობით ქართველები აღნიშნული კერძის მოდერნიზებასაც ცდილობენ და კერძის ახალ ვერსიებს გვთავაზობენ. მაგალითად ხინკლის წვნიანს, რომელიც საქართველოში ცნობილი მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის ინოვაციაა. BBC აღნიშნავს, რომ საქართველოში სტუმრობით ნებისმიერი გურმანი კმაყოფილი დარჩება.
დატოვე კომენტარი