BBC: "მსოფლიოში უძველესი ღვინო" აღმოჩენილია საქართველოში

BBC: "მსოფლიოში უძველესი ღვინო" აღმოჩენილია საქართველოში

თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ღვინის ნაკვალევს შეიცავენ. ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია.

მკვლევარების თქმით, დგინდება, რომ ეს არის მსოფლიოში ღვინის ჭურჭლის დღეისათვის ცნობილი უძველესი არქეოლოგიური მტკიცებულება, რაც იმის მანიშნებელია, რომ ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ იწურებოდა და, საერთოდაც, ვაზის კულტურა სწორედ საქართველოდან შეიძლება იღებდეს სათავეს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6,000–5,800 წლით დათარიღებულ ჭურჭელზე ვაზის მტევნების და მოცეკვავე კაცის გამოსახულებაც არის აღმოჩენილი. 

აქამდე ღვინის უძველეს არქეოლოგიურ მტკიცებულებად ითვლებოდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში აღმოჩენილი ჭურჭელი, რომელიც დაახლოებით 7.000 წლის წინანდელია.

აღმოჩენის შესახებ დღეს მრავალი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება:

bbc.com, The Guardian, ReutersScienceAlert

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *