აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა – International Business Compass 2017 გამოაქვეყნა.
საერთაშორისო ბიზნესკომპასი იკვლევს ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმით და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციო-კულტურულს.
საქართველოს პოზიცია რეიტინგში 3 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ რეიტინგში 47-ე ადგილი დაიკავა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის კვლავ ჩამოუვარდება 2015 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოს რეიტინგში 43-ე ადგილი ეკავა. ეკონომიკური კუთხით საქართველოს რეიტინგში 48-ე ადგილი უკავია, პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიტერიუმით 46-ე, ხოლო სოციო-კულტურული კრიტერიუმით კი საქართველო მსოფლიოში 56-ე ადგილზეა.
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია აქვს: სომხეთი რეიტინგში 77-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 69-ზე, თურქეთი 53-ზე, ხოლო რუსეთი 109 პოზიციაზეა.
BDO International მსოფლიოს 174 ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ყოველწლიურად აფასებს.
დატოვე კომენტარი