სამშაბათს, ბერლინთან ახლოს Tesla-ს პირველი ევროპული გიგაქარხანა ოფიციალურად გაიხსნა, რომლის მშენებლობაც ორ-ნახევარი წლის წინ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ქარხანამ უკვე შეძლო Tesla-ს მაღალი გამავლობის მანქანის, Model Y-ის 30 ერთეულის გამოშვება, რომლებიც მომხმარებლებს გადაეცათ – ცნობისთვის, ეს მოდელი, რომელიც ბატარეების სრული დამუხტვით 515 კილომეტრს გადის, €63,990 ღირს.
Excited to hand over the first production cars made by Giga Berlin-Brandenburg tomorrow!
— Elon Musk (@elonmusk) March 21, 2022
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, Tesla-ს გიგაქარხნის გახსნა 2021 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ ის პანდემიის, მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემებისა და გარემოს დამცველი აქტივისტების პროტესტის გამო გადაიდო – გიგაქარხანაში კომერციული წარმოების დაწყების ნებართვა Tesla-მ მხოლოდ ამა წლის მარტში მოიპოვა. ცნობისთვის, ამ ქარხანაში, ყოველწლიურად, 500 ათასი ერთეული ავტომობილის გამოშვება არის შესაძლებელი.
Tesla-სთვის ეს რიგით მეოთხე გიგაქარხანაა – დანარჩენი სამი, ნევადაში, ნიუ-იორკსა და შანხაიში მდებარეობს. საინტერესოა ისიც, რომ კომპანია რიგით მეხუთე გიგაქარხანას უკვე აშენებს აშშ-ის შტატ ტეხასში, სადაც ასევე, კომპანიის სათავო ოფისი განთავსდება.
დატოვე კომენტარი