ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა, რაც ბერნარ არნოს კომპანიამ “ლუი ვიტონმა” საქმიანი გარიგება დადო ამერიკულ სიაუველირო კომპანიასთან Tiffany & Co.-სთან და შედეგად მისი ქონება 2.8%-ით, ანუ 2.85 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.
Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, დღის ბოლოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ 107.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც არნომ, მართალია მცირე ხნით, მაგრამ ამ თვეში უკვე მეორედ გაუსწრო ბილ გეითსს. Forbes’ Real Time-ში უცვლელად მყარ პოზიციას ინარჩუნებს ჯეფ ბეზოსი, მისი ქონების ღირებულება 111.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ლუი ვიტონისთვის Tiffany-ი ყველაზე მსუყე შენაძენია. საიუველირო კომპანია შეუერთდება დანარჩენ ცნობილ ბრენდებს, რომელებსაც LVMH აერთიანებს, ესენია: Fendi, BVULGAR, Dom Pérignon და Givenchy.
აღსანიშნავია, რომ ლუი ვიტონმა Tiffany & Co. 16.2 მილიარდ დოლარად შეიძინა და კომპანიის თითო აქციაში 135 დოლარს გადაიხადა.
დატოვე კომენტარი