ჯეფ ბეზოსის მხარდაჭერილი სტარტაპი Grail-ი, რომელიც კიბოს დიაგნოსტირებაზე მუშაობს, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავს.
Grail-ი ხუთი წლის წინ დაარსდა და Illumina-ს ტექნოლოგიის დახმარებით კიბოს სქრინინგ ტესტების შემუშავებით არის დაკავებული. თავდაპირველად, Grail-ი Illumina-ს დანაყოფი იყო და ჯეფ ბეზოსის და ფარმაცევტული გიგანტი Johnson & Johnson-ის წყალობით 2 მილიარდი შეაგროვა. კომპანიის კიდევ ორი ინვესტორი Canada Pension Plan Investment Board და Public Sector Pension Investment Board-ია.
Grail-ის აწარმოებს კვლევას, რომელშიც 115,000 მოხალისე მონაწილეობს და რომელიც სისხლის ანალიზით კიბოს უჯრედების აღმოჩენის განსხვავებულ მეთოდს გულისხმობს.
როგორც დაგეგმილია, Grail-ი ამ ტესტის ლაბორატორიაში შემუშავებულ ვერსიას 2021 წლისთვის გაასაჯაროვებს.
გარდა ამისა, Grail-ი სხვა კვლევებშიცაა ჩართული, რომლებიც ასევე კიბოს დიაგნოსტიკას ეხება.
დატოვე კომენტარი