მთვარეზე პირველ ქალს ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი წაიყვანს. ამის შესახებ თავად მილიარდერმა ბეზოსმა განაცხადა. ცნობისთვის, NASA 2024 წლისთვის გეგმავს მთვარეზე სავარაუდოდ, Blue Origin-ის მიერ სპეციალურად შექმნილი ხომალდებით ასტრონავტების გაგზავნას.
ხომალდის ძრავი, რომელზეც ბეზოსის კომპანია წლებია მუშაობს, დაეხმარება მისიას განხორციელებაში.
შეგახსენებთ, ბეზოსის Blue Origin-ი ერთგვარ კონკურენციას უწევს ასევე მილიარდერ ელონ მასკის SpaceX-ს NASA-სთან კონტრაქტის გაფორმების პროცესში, რომელიც სწორედ მთვარეზე მომდევნო ათწლეულში ადამიანების ტრანსპორტირებას შეეხება.
NASA-მ აპრილში Blue Origin-ის გუნდს მთვარეზე დასაჯდომი ხომალდისთვის $579 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. SpaceX-ს $135 მილიონიანი, რათა განავითაროს Starship-სისტემა, ხოლო კოსმოსურ კომპანია Dynetics-ს $253 მილიონიანი კონტრაქტი.
დატოვე კომენტარი