გასულ წელს BGEO ჯგუფის შემოსავლებმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. ჯგუფის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს BGEO-ს შემოსავლები 1,014.8 ლარი იყო, 2015 წელს კი ეს ციფრი 861 მილიონ ლარს შეადგენდა. აქედან მოგებამ 428 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესზე 60,8 მილიონი მოდიოდა.
საკუთარ ანგარიშში ჯგუფი აღნიშნავს, რომ კომუნალურ ბიზნესთან ერთად, IPO-სთვის განახლებადი ენერგიის ბიზნესსაც ამზადებს. Georgia Global Utilities-ის აქციების საჯარო შეთავაზება 2-3 წლის პერიოდში მოხდება. GGU საქართველოში კომუნალურ და ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, მათ შორის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, “რუსთავის წყალსა” და “მცხეთის წყალს”.
რაც შეეხება განახლებადი ენერგიის სფეროს, BGEO სექტორში 28 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
GGU 2018 წლისთვის 80 მილიონ ლარზე მეტი EBITDA-ს მიღწევას გეგმავს, ხოლო მზისა და ქარის სადგურების მშენებლობას 2019 წლისთვის. სადგურები 20 მგვტ სიმძლავრის იქნება.
“2-3 წლის განმავლობაში მიზნად ვისახავთ კომბინირებულ – კომუნალური და განახლებადი ენერგიის ბიზნესის IPO-ს”, – ვკითხულობთ ჯგუფის ანგარიშში.
დატოვე კომენტარი