BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესის კომპანიამ Georgia Capital “ქინძმარაულის მარანის” 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება $7.2 მლნ დოლარია.
“ქინძმარაულის მარანი” 350 ჰექტარზე განთავსებულ ვენახებს ფლობს კახეთში.
ირაკლი გილაურის განცხადებით, ჯგუფი მომდევნო 3 წელში მფლობელობაში არსებული ვენახების მოცულბის 1000 ჰა-მდე გაზრდას გეგმავს.
მისივე თქმით, ღვინის ბიზნესის კუთხით გააქტიურება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს უკავშირდება, რომელიც საქართველოს ჩინეთთან და ევროკავშირთან აქვს გაფორმებული, რომლის შედეგადაც საექსპორტო ბაზრების მოცულობა გაიზარდა.
დატოვე კომენტარი