ექს-პრემიერის და მმართველი პარტიის ხელმძღვანელის ქონება შემცირდა და $5,62 მილიარდს შეადგენს, – Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის მინიმუმზეა. წლის დასაწყისიდან მისი ქონება $180 მილიონითაა შემცირებული.
2018 წლის დასაწყისში ივანიშვილი 5.80 მილიარდ დოლარს ფლობდა, მაქსიმუმს მისმა ქონებამ იანვრის ბოლოს მიაღწია – 5.92 მილიარდი დოლარი, ხოლო ბოლო ნახევარი წელია ივანიშვილი ქონება მცირდება და 9 დეკემბრის მონაცემებით ის 5.62 მილიარდს შეადგენს.
Bloomberg-ზე ნაკლებად აქვს შეფასებული ივანიშვილის ქონება Forbes-ს. კერძოდ, 2018 წლის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 456-ე ადგილს იკავებს 4.6 მილიარდი დოლარით. გამოცემას წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი მილიარდერის ქონება არ განუახლებია.
დატოვე კომენტარი