ბილ და მელინდა გეითსებმა სან-დიეგოში ოკეანის სანაპიროზე $43 მილიონად სახლი იყიდეს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის მიხედვით, ეს კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებაა.
გრანდიოზულ სახლს ექვსი საძინებელი აქვს. ის სანაპიროს გადაჰყურებს, აქვს საცურაო აუზი და 10-ადამიანზე გათვლილი ჯაკუზი. სახლი $48 მილიონად იყიდებოდა, თუმცა, საბოლოო შეთანხმებით, რომელიც მარტში შედგა, სახლი $43 მილიონად გაიყიდა.
გეითსებმა სახლი ტეხასელი მილიარდერის ბუნ პიკენსის ყოფილი მეუღლისგან მადელაინ პიკენსისგან შეიძინეს.
აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსების მთავარ საცხოვრებელ ადგილს ვაშინგტონის ქალაქ მედინაში მდებარე სახლი წარმოადგენს.
დატოვე კომენტარი