Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში. Reddit-ის ფორუმზე გამართულ დისკუსიაში გეითს ჰითხეს თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემია, რაზეც Microsoft-ის დამფუძნებელმა უპასუხა:
“თუ ქვეყანა კარგად მოქმედებს ტესტირების, იზოლაციის კუთხით, მაშინ 6-10 კვირაში ისინი დაინახავენ, რომ მხოლოდ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აქვთ და კვლავ აღადგენენ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას“.
აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსი უკვე წლებია დაკავებულია ჯანდაცვის საკითხებით. ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ამ კუთხით მუშაობს. რამდენიმე დღის წინ ბილ გეითსმა Microsoft-ის და Berkshire Hathaway-ის საბჭოც დატოვა იმისათვის, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო ქველმოქმედებისთვის.
“ამჟამად იმ ეტაზე ვართ რომ მდიდარ ქვეყნებში დაინფიცირების ბევრი შემთხვევაა. სწორი მოქმედებებით, მათ შორის ტესტირებებით და სოციალური დისტანციით 2-3 თვეში მდიდარი ქვეყნები შეძლებენ თავიდან აიცილონ ინფექციის მაღალი დონე. ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო, თუმცა, კიდევ უფრო უარესი იქნება ის თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი განვითარებად ქვეყნებზე, სადაც არ შეუძლიათ სოციალური დისტანცირება ისე, როგორც ეს მდიდარ ქვეყნებშია და სადაც საავადმყოფოების შესაძლებლობები გაცილებით დაბალია“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
დატოვე კომენტარი