ბილ გეითსი კორონავირუსის პანდემიას “კოშმარ სცენარს“ უწოდებს, თუმცა, იმაზე ნაკლებ სიკვდილიანობას პროგნოზირებს, ვიდრე დონალდ ტრამპი. კერძოდ, როგორც Microsoft-ის დამფუძნებელი ამბობს, მოსალოდნელია რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა რიცხვი დაახლოებით 100,000-დან 240,000-მდე იქნება, მანამ ვიდრე პანდემია კონტროლს არ დაექვემდებარება.
“თუ ჩვენ სოციალურ დისტანცირებას კარგად დავიცავთ, ჩვენ შეგვეძლება სიკვდილიანობის მაჩვენებელი შევამციროთ“, – განაცხადა გეითსმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ციფრები, რაც არსებობს დღეს, ადამიანებს დაეხმაროს გაიგონ თუ რამდენად მწვავე ვითარებააა შექმნილი.
“კოშმარი სცენარია, ვინაიდან ადამიანიდან ადამიანზე ეს ვირუსი გადადის და იზრდება სწრაფად. სამსახურში სიარულისგან, მოგზაურობისგან თავი რომ შეგვეკავებინა, ე.წ მრუდი არასოდეს დაიწყებდა კლებას მანამ ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა არ დაინფიცირდებოდა“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
Microsoft-ის დამფუძნებელი პროგნოზირებს, რომ ვითარება ჩვეულ რეჟიმს მანამ არ დაუბრუნდება, ვიდრე მსოფლიოს ვაქცინა არ ექნება.
თუმცა, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია “სუპერ სუპერ ცუდია“, ის მაინც არ არის “ყველაზე ცუდი შემთხვევა“. მისივე თქმით, თუ შევადარებთ მაგალითად კოვიდ-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩუტყვავილა.
შეგახსენებთ, ამ დრომდე გეითსმა განაცხადა, რომ აშშ-მა ხელიდან გაუშვა სავალდებულო კარანტინის თავიდან აცილების შანსი და არ იმოქმედა სწრაფად და დროულად კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
დატოვე კომენტარი