“ვფიქრობ სკოლები შემოდგომაზე აღადგენენ სასწავლო პროცესს. თუმცა, არ ვფიქრობ რომ ამ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი დასწრება გვქონდეს“, – აღნიშნა მილიარდერმა ფილანთროპმა ბილ გეითსმა.
მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, დახურულია სკოლები. ცალკეულ ქვეყნებში ცალკეულმა სკოლებმა სასწავლო პროცესი ონლაინ გაკვეთილების საშუალებით გააგრძელეს. თუმცა, Microsoft–ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბევრ მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი ან არ აქვს ინტერნეტთა წვდომა.
“უსამართლო იქნება იმ სკოლებში ონლაინ გაკვეთილები, სადაც ბავშვებს არ აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი. ამიტომაც ეს ნამდვილად დილემაა. არიან ქველმოქმედები – ჯეფ ბეზოსი, რეი დალიო და სხვები – რომლებიც ცდილობენ ამ სიცარიელის შევსებას და მათი მოწყობილობებით და ინტერნეტით დახმარებას“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.
ამასთან, ამერიკელმა მილიარდერმა აღნიშნა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა განსაზღვროს თუ რომელ აქტივობები აღადგინოს და როდის, მანამ ვიდრე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შეიქმნება.
მან ასევე აღნიშნა რომ ეკონომიკა ჯადოსნური ძალებით ვერ დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, მაშინაც კი თუ მთავრობები გადაწყვეტენ რომ უკვე უსაფრთხოა სამსახურებში დაბრუნება.
“ადამიანების ჩვევები იმოგზაურონ, რესტორნებში იარონ ან თუნდაც რაიმე ღონისძიებებზე, ამ დაავადებით გამოწვეულმა საფრთხეებმა შეცვალა. არავინ უნდა იფიქროს, რომ მთავრობა დაიქნევს ჯადოსნურ ჯოხს და მოულოდნელად ეკონომიკა ისევ ისე იქნება, როგორც ადრე“, – აღნიშნა გეითსმა.
მისივე თქმით, ამისათვის ან ადამიანების 95%–ის განკურნება ან ვაქცინის ფართოდ გამოყენებაა საჭირო. ვაქცინის შექმნას კი შესაძლოა 18 თვე დასჭირდეს.
დატოვე კომენტარი