წელს Microsoft-ის დამფუძნებელმა 35 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაზე, თუმცა მისი ქონება 16 მილიარდით აშშ დოლარით გაიზარდა, ამჟამად გეითსის მთლიანი ქონება 106 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება და ჯეფ ბეზოს შემდეგ, მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამინაია.
გეითსის საქველმოქმედო საქმიანობა ძირითადად ფონდ ბილ და მელინდა გეითსის საშუალებით ხორციელდება.
ფონდი ფუნქციონირებს მთელ მსოფლიოში, რათა გაუმკლავდეს არსებულ პრობლემებს ჯანმრთელობისა და განათლების სექტორში, ასევე ჩართულია კლიმატური კრიზისების დაძლევის პროგრამაში და ებრძვის შიმშილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის დაზღვევას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ.
ფინანსური მრჩევლები განმარტებას აკეთებენ ქველმოქმედებთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ მილიარდერები ასევე აღმასრულებელი დირექტორები და კომპანიის დამფუძნებლები, ინვესტიციებს ამა თუ იმ პროექტში ყოველთვის საკუთარი მიზნების და ინტერესების გათვალისწინებით დებენ.
დატოვე კომენტარი