Microsoft-ის დამფუძნებელი, ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ინტერვიუებში არ მალავს, რომ წაკითხულთაგან მისთვის „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი“ წიგნი ჰანს როსლინგის ნაშრომია, სახელად – „ფაქტები: 10 მიზეზი, რომ სამყაროსთან დაკავშირებით ვცდებით და ზოგი რამ იმაზე უკეთაა, ვიდრე ვფიქრობთ“.
წიგნი ძირითადად სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რათა დასაბუთდეს, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წყალობით მსოფლიო უმჯობესდება. ამავეს ახსნას ცდილობს ჰანს როსლინგი TED Talks-შიც, რომლის სტუმარიც ის არაერთხელ იყო. აღმოჩნდა, რომ ბილ გეიტსის რჩეული გამოსვლები სწორედ როსლინგს ეკუთვნის. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს: