საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრი, ბილაინი თანამშრომლებისთვის მათთვის სასურველი ლოკაციიდან მუშაობის შესაძლებლობას განიხილავს. “იმუშავე საიდანაც გინდა“ პოლიტიკა გულისხმობს, რომ დასაქმებული თავად წყვეტს, სამსახურებრივი საქმიანობა განახორციელოს კომპანიის ოფისიდან, თუ ნებისმიერი სხვა ადგილიდან.
ბილაინში სახლიდან მუშაობის კულტურა არაერთი წელია არსებობს და თანამშრომლები პანდემიამდეც სარგებლობდნენ ამ შესაძლებლობით. კარანტინის პერიოდის გამოწვევებს ბილაინმა სწორედ ამ ორგანიზაციული კულტურის დამსახურებით წარმატებით გაართვა თავი, მათ შორის კომპანიის ფუნქციონირების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას.
“ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული უნიკალური ორგანიზაციული კულტურის დამსახურებით, ბილაინი თანამშრომლებს დიდი ხანია სთავაზობს Be Free პოლიტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დროდადრო აირჩიონ სახლიდან მუშაობა, მუშაობა ოფისის გარეთ, ან თუნდაც კაფედან. ხსენებული პოლიტიკის წარმატებით გამოყენებამ, ბილაინის ციფრულ დღის წესრიგთან ერთად, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების 100% ხელმისაწვდომი იყოს ონლაინ და განვახორციელოთ ოპერაციები ნებისმიერი ადგილიდან, მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი ოფისები, მათ შორის სატელეფონო ცენტრიც, 100% დისტანციურ მუშაობაზე გადაგვეყვანა. ამჟამად, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას შემოვიღოთ იმუშავე საიდანაც გინდა პოლიტიკა, არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, არამედ იმისთვის მოსამზადებლად, რაც ჩვენი აზრით, სულ მალე მუშაობის ჩვეულებრივი ფორმა გახდება. სხვა საკითხებთან ერთად, ამჟამინდელმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მოქნილობა, სწრაფად ადაპტირება და წინასწარ განჭვრეტის უნარი აუცილებელია იმისთვის რომ ბიზნესი მყისიერად მოერგოს ახალ გარემოს. ზაფხულის განმავლობაში ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა ინსტრუმენტსა და პროცედურას, რომლებიც აუცილებელია იმუშავე საიდანაც გინდა პოლიტიკით პროდუქტიული მუშაობის უზრუნვეყოფისთვის,” – ამბობს ანჯეი მალინოვსკი, ბილაინის გენერალური დირექტორი.
დატოვე კომენტარი