კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინს ანდჟეი მალინოვსკი უხელმძღვანელებს.
ანდჟეი მალინოვსკი შეცვლის გიორგი ტყეშელაშვილს, რომელიც კომპანიაში 2006 წლიდან სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. ანდჟეი მალინოვსკი წარმოშობით პოლონელი ბიზნესმენია, რომელსაც პირველადი მოხმარების საქონელის მწარმოებელი და ონლაინ ვაჭრობის კომპანიების, e-commerce ტიპის ბიზნესების მართვის 17-წლიანი გამოცდილება აქვს.
ბილაინში განმარტავენ, რომ კომპანია ტრადიციული სატელეკომუნიკაციო ბიზნესიდან ციფრული მომსახურების პროვაიდერად გარდაიქმნება. გარდაქმნა გულისხმობს კომპანიის ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც დაეხმარება კომპანიას გახდეს ციფრული მომსახურების პირველი პროვაიდერი საქართველოს ბაზარზე და შესთავაზოს მომხმარებლებს ინოვაციური, მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისები.
დატოვე კომენტარი