Biliki AI განახლდა - უფრო სწრაფი და ჭკვიანი სამოგზაურო რეკომენდაციები

Biliki AI განახლდა - უფრო სწრაფი და ჭკვიანი სამოგზაურო რეკომენდაციები

Biliki AI, მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტი მომხმარებელს განახლებულ ფუნქციონალს სთავაზობს.

Biliki AI მომხმარებელს რეკომენდაციის სახით სთავაზობს პერსონალიზებულ დეტალურ ინფორმაციას მოგზაურობის შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

პირველ რიგში, პლატფორმა გადაეწყო ახალ, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიაზე, Google-ის GEMINI-ზე, რამაც მნიშვნელოვად შეამცირა ტურის დაგეგმვის სიჩქარე და უკვე 5 წამამდე გეგმავს მომხმარებელზე მორგებულ ტურს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე და მეტი პერსონალიზაციისთვის, ვებ-გვერდს დაემატა ინტერესების ველი, სადაც 14 სხვადასხვა ინტერესის არჩევაა შესაძლებელი.

Biliki AI Booking.com-ის და Agoda-ს აფილირებული პარტნიორია, რომლის მეშვეობით ვებ-გვერდის მომხმარებელს სასტუმროს დაჯავშნა შეუძლია. Agoda Biliki AI-ს მომხმარებელს სასტუმროებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. სულ მალე დაემატება განთავსების კიდევ ერთი პლატფორმა Hostelsworld. ვინაიდან მომხმარებელს სხვადასხვა გემოვნება და ბიუჯეტი აქვს, სამივე პლატფორმა მრავალფეროვან არჩევანს იძლევა. მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის პლატფორმაზე ინტეგრირებული Viator-ი, სადაც მოგზაურს შეუძლია კონკრეტული ადგილების და აქტივობების ბილეთი შეიძინოს.

ამავდროულად, Biliki AI უკვე ცნობს ავტორიზებულ მომხმარებელს და სახელით მიმართავს მას, მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს უფრო მეგობრულს და პერსონალიზებულს ხდის.

კომპანიის განცხადებით, პლატფორმაზე მუშაობა გრძელდება და ეტაპობრივად კიდევ მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *