გერმანული ფარმაცევტული კომპანია, BioNTech-ი Pfizer-ის ვაქცინების რაოდენობის გასაზრდელად და წარმოების დასაჩქარებლად შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანიის, Novartis-ის გერმანიაში მდებარე ქარხანას შეისყიდის.
ეს გარიგება, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია არ გასაჯაროვებულა, მსოფლიოს ანიშნებს, რომ შემდეგი თვისთვის BioNTech-ი და Pfizer-ი სატესტო დოზებს დაამზადებენ, რომლებსაც ჯანდაცვის სააგენტოები დაამოწმებენ.
2021 წლის პირველი ნახევრისთვის, ქალაქ მარგბურგში მდებარე დაწესებულება ქარხანად გარდაიქმნება, სადაც ინფორმაციული რნმ-ის ტექნოლოგიით წელიწადში 750 მილიონი დოზა ვაქცინა დამზადდება. 2020 წლის ბოლოსთვის, BioNTech-ი და Pfizer-ი 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავენ, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის 1.3 მილიარდის.
თუმცა, გერმანიაში შესყიდული ახალი ფართი 2021 წლისთვის ნავარაუდევი დოზების რაოდენობას გაზრდის. თუმცა, თუ რამდენით გაიზრდება, ჯერ ცნობილი არ არის. ახალი დაწესებულება BioNTech-ის დანარჩენ ორ არსებულ ქარხანასთან ერთად, ევროპის უდიდესი ინფორმაციული რნმ-ის მწარმოებელი კომპანია გახდება. ცნობისთვის, Pfizer-ს აშშ-ისა და ევროპაში მინიმუმ 4 ქარხანა აქვს.
გარდა ამისა, BioNTech-ისა და Pfizer-ის საცდელი ვაქცინა მაცივარში მინიმუმ 2 კვირით უნდა ინახებოდეს.
დატოვე კომენტარი