კომპანია Hut 8 და Bitfury ჯგუფი თანამშრომლობას იწყებენ და ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ მაინინგის დატაცენტრს ქმნიან. დატაცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და საოპერაციო მომსახურებას ექსკლუზიურად Bitfury შესთავაზებს.
“ორი კომპანიის თანამშრომლობა ჩრდილოეთ ამერიკაში ბიტკოინის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის დასტურია”, – ამბობს Hut 8-ის აღმასრულებელი დირექტორი სინ კლარკი.
Btfury ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი ამბობს, რომ მათთვის ჩრდილოეთ ამერიკა ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია.
“საკმაოდ დიდია შესაძლებლობა რომ ჩრდილოეთ ამერიკა კრიპტოვალიტების მაინინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს მსოფლიოში“ – ამბობს ვავილოვი.
The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.
Hut 8 ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი დატაცენტრის ოპერატორი კომპანია იქნება. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, კომპანია ერთდროულად მიიღებს ბიტკოინ მაინინგის 22 დატაცენტრზე კონტროლს, 2018 წლის პირველ ნახევარში კი კომპანია აქციების საჯარო განთავსებას გეგმავს კანადურ ბირჟაზე, ხოლო პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კომპანია ოპერირებას 35 დატაცენტრს გაუწევს.
დატოვე კომენტარი