Bitfury Group-მა ახალი საგამოძიებო პროდუქტი Crystal წარადგინა

Bitfury Group-მა ახალი  საგამოძიებო პროდუქტი Crystal წარადგინა

The Bitfury Group-მა ბიტკოინ-ბლოკჩეინ სისტემის ახალი საგამოძიებო პროდუქტი Crystal წარადგინა, რომლის გამოყენებაც სამართალდამცავ ორგანოებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეეძლებათ. 

Crystal ბიტკოინ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სრულყოფილ ხედვას წარადგენს და იყენებს მონაცემთა ანალიზის, რათა გამოავლინოს საეჭვო ტრანზაქციები. ამასთან, პროდუქტი რისკის შესაფასებელ სისტემასაც სთავაზობს გამომძიებლებს, რაც მათ საეჭვო ქცევის გამოვლენაში დაეხმარება.

Crystal შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რათა მათ მონიტორინგი გაუწიონ ბიტკოინ ტრანზაქციებს. 

“ბლოკჩეინს აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი ფუნდამენტურად განავითაროს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ვინც ფსევდონიმით სარგებლობის უპირატესობას კრიმინალის ჩასადენად იყენებს. Bitfury-ის ახალი ინსტრუმენტი სისტემაში შესაძლო კრიმინალის აღმოჩენას გაადვილებს“, – განაცხადა ვალერი ვავილოვმა, კომპანია Bitfury-ის დამფუძნებელმა. 

Crystal მომხმარებელს ბლოკჩეინში არსებული ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზის საშუალებას აძლევს. ამასთან მას აქვს შესაძლებლობა ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც მოიპოვოს.  მისი მეშვეობით შესაძლებელია ცნობილი გახდეს თუ როგორ განხორციელდა ტრანზაქცია ორ სუბიექტს შორის.

The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *