Bitfury Group იაპონიაში საქმიანობას აფართოებს და ტოკიოში ოფისს ხსნის, რომელსაც ფინანსებისა და ტექნოლოგიების ექსპერტი კაცუნორი აონუმა უხელმძღვანელებს.
კომპანიის გაფართოებაზე Rakuten Fintech კონფერენციაზე გიორგი კიკვაძემ ისაუბრა, რომელიც Bitfury Group-ის ვიცე-თავმჯდომარეა. კიკვაძე კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა პანელზე “ბლოკჩეინის ევოლუცია და ციფრული ვალუტა“ .
ტოკიოში ოფისის გახსნა ადასტურებს კომპანიის მიზნებს, განავითაროს ბლოკჩეინ ტექნოლოგია ქვეყნის მასშტაბით.
“მოხარულები ვართ, რომ ბატონი აუნომა უერთდება ჩვენს გუნდს“, – განაცხადა ვალერი ვავილოვმა, Bitfury Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. “იაპონია განსაკუთრებულად ინოვაციური ქვეყანაა, სადაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებას უდიდესი შესაძლებლობები აქვს. ჩვენ ველოდებით ახალი ურთიერთობების დამყარებას და პროდუქტების შემუშავებას, რომელიც ქვეყნის საწარმოებს მეტად დაცულს და ეფექტურს გახდის”, – ამბობს ვავილოვი.
“ბლოკჩეინ ტექნოლოგია ჩვენი საზოგადოების არაერთ ასპექტს ფუნდამენტურად შეცვლის. ბლოკჩეინი ინტერნეტის შემდეგ ყველაზე ინოვაციური პროდუქტია”, – განაცხადა კაცუნორი აონუმმა. აონუმას 13 წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების, ტექნოლოგიების, საბანკო სფეროსა და ვენჩურული კაპიტალის სფეროში. ის 6 წლის განმავლობაში მუშაობდა იაპონიის Innovation Network Corporation-ში, რომელიც მთავრობის საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს. ფონდში მუშაობის პერიოდში მან 11 საინვესტიციო პროექტი განახორციელა. მანამდე ის უფროსი ფინანსური ოფიცრის პოსტს იკავებდა სტარტაპში C2C, სადაც წარმატებით დაასრულა დაფინანსების 2 რაუნდი, მათგან ერთ-ერთი Nikkei Inc.-თან.
The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში. The Bitfury Group-ის საქმიანობა უზრუნველყოფს წარმატებულ, მარტივ, სწრაფ, უსაფრთხო და ხარჯთ-ეფექტურ კავშირს ბლოკჩეინთან.
დატოვე კომენტარი