Bitfury, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების სრული მომსახურების კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა blockchain პროგრამული უზრუნველყოფისკენ. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, კომპანია Exonum-ი გამოსვლის შესახებ აცხადებს.
„Blockchain-ის და Bitcoin-ის ღია, ერთიანი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს”, – ამბობს ვალერი ვავილოვი.
Exonum-ი არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ Blockchain-თან დაკავშირებული იდეები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგრიც არის Microsoft-ი და Amazon-ი. ორივე მათგანი ეხმარება კლინტებს ბლოკჩეინთან არსებული კითხვების გადაჭრაში. Microsoft-მა 30.1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო აღნიშნული სერვისიდან, ხოლო Amazon-მა – 25,7 მილიარდი აშშ დოლარი.
ამსტერდამში დაფუძნებულმა Bitfury-მ, თავის მხრივ, შარშან მეტწილად ბიტკოინის მომპოვებელი პროგრამის გაყიდვებიდან, 500 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
წყარო: Forbes
დატოვე კომენტარი