Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა, რომელიც ASIC ჩიპით არის აღჭურვილი. აღნიშნული ჩიპი (Clarke) ბიტკოინის გამომუშავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეფექტურია.
გარდა იმისა, რომ კომპანია ჩიპის რეალიზაციას იწყებს, ის მას გამოიყენებს თავის მაინინგ ცენტრებში, როგორც კანადაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში, ასევე საქართველოში.
Bitfury-ს აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილივის განცხადებით, კომპანია იყენებს ყველა გზას, რათა უფრო ეფექტური გახადოს მაინინგ მოწყობილობა, გაზარდოს ეფექტურობა, გაგრილების სისტემის სიძლიერე და ენერგიის განაწილების ოპტიმალურობა.
Bitfury Clarke ASIC სრულად არის მორგებული SHA256 ბიტკოინ მაინინგისთვის, მისი სიმძლავრე 120 გიგაჰეშია წამში (GH/s); ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი კი 55 მილიჯოულია ერთ გიგაჰეშში (mj/GH). Bitfury Clarke-ს მინიმუმ 0.3 ვოლტი ელექტროენერგიის გამოყენებაც შეუძლია.
The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში,
დატოვე კომენტარი