ყოფილი ჟურნალისტი ჯონ მერკურიო Bitfury Group-ის გლობალური საკომუნიკაციო ოფიცრის მოადგილე გახდა. მერკურიოს დანიშვნით კომპანია აფართოვებს საკომუნიკაციო ექსპერტების რიგებს, რომლებიც ბლოკჩეინის მიმართ საზოგადოების ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობენ.
“მოხარულები ვართ, რომ ჯონ მერკურიო Bitfury Group-ს შეუერთდა, გვჯერა, რომ ის ჩვენ სამუშაო პროცესს და საკუთარ სამუშაოს თავს კარგად გაართმევს”, – ამბობს Bitfury Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვი.
მერკურიოს Purple Strategies-სა BursonMarsteller-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც ის საკომუნიკაციო კამპანიების შემუშავებას და კრიზისულ შემთხვევებში კონსულტაციებს უზრუნველყოფდა. ის ასევე National Journal-ის Hotline-ის განყოფილების აღმასრულებელი რედაქტორი იყო და ამასთან, ყოველკვირეულ სვეტს წერდა პოლიტიკის თემატიკაზე.
National Journal-ში მუშაობის პერიოდში ის პოლიტიკური კომენტატორი იყო და ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა ტელევიზიების გადაცემებში. მერკურიო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო დიპლომატიის პროგრამის მონაწილე იყო.
ჯონ მერკურიო CNN-ის პოლიტიკური ბლოკის რედაქტორის პოსტსაც იკავებდა. მან ჟურნალისტიკის ფაკულტეტი Boston University-ში დაამთავრა.
The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში. The Bitfury Group-ის საქმიანობა უზრუნველყოფს წარმატებულ, მარტივ, სწრაფ, უსაფრთხო და ხარჯთ-ეფექტურ კავშირს ბლოკჩეინთან.
დატოვე კომენტარი