ბიტკოინის ბაზრის მოცულობამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ღირებულება იმ ბიტკოინებისა, რაც დღეს მსოფლიოში ივაჭრება, $1 ტრილიონს სცდება.
ეს კი იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ერთი ბიტკოინის ღირებულება $55 000-ს მიუახლოვდა. Coinbase-ის მონაცემებით, მსოფლიოში ამჟამად დაახლოებით 18.6 მილიონი ბიტკოინია მიმოქცევაში.
შედარებისთვის, ახლა აშშ-ში მხოლოდ ოთხი კომპანიაა, რომელთა საბაზრო ღირებულებაც ბიტკოინის ბაზრის მოცულობას სცდება. ესენია: Apple-ი, Microsoft-ი, Amazon-ი და Alphabet-ი.
Tesla-ს ღირებულებას კი ბიტკოინის ბაზრის მოცულობა $225 მილიარდით აჭარბებს. ცნობისთვის, როგორც ილონ მასკის კომპანიაში განაცხადეს, ისინი $1.5 მილიარდის ღირებულების ბიტკოინს ფლობენ. Tesla-ში ასევე ამბობენ, რომ ისინი მომხმარებლებს მისცემენ შესაძლებლობას, ელექტრომობილები მათთან ბიტკოინითაც შეიძინონ. გარდა ამისა, გადახდის კომპანიები Square და PayPal-იც აძლევენ მომხმარებლებს ბიტკოინით ვაჭრობას შესაძლებლობას.
დატოვე კომენტარი