მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში (იანვარ-ოქტომბერში) საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 8 005 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით (861 მლნ ლარით) მეტია 2016 წლის იანვარ-ოქტომბრის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების 8.6%-ით ზრდაა დაგეგმილი.
პროცენტულად ყველაზე მეტად აქციზიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა – 32.8%-ით. შემდეგ მოდის დამატებული ღრებულების გადასახადი (დღგ) 24.3%-იანი ზრდით. 26.4%-ით შემცირდა მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, რადგან მიმდინარე წლიდან მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. სხვა გადასახადების შემცირება ტექნიკური ხასიათის ცვლილებითაა განპირობებული. გასულ წელს გარკვეული გადასახადები ჯერ სხვა გადასახადების მუხლში აისახებოდა და მერე ნაწილდებოდა, წელს კი პირდაპირ კონკრეტული გადასახადის მუხლში აისახება. თანხობრივად ყველაზე მეტად დღგ-სგან მიღებული შემოსავალი გაიზარდა – 664 მლნ ლარით.
2017 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა ჯამში 9 540 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, რომლის 84% ბიუჯეტში უკვე შესულია.
ცხრილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახო შემოსავლები, მლნ ლარი
| იან-ოქტ, 2016 | იან-ოქტ, 2017 | ზრდა |
საგადასახადები შემოსავლები სულ | 7144 | 8005 | 12.1% |
აქციზი | 890 | 1182 | 32.8% |
დღგ | 2738 | 3402 | 24.3% |
საშემოსავლო გადასახადი | 1972 | 2425 | 23.0% |
ქონების გადასახადი | 277 | 297 | 7.2% |
იმპორტის გადასახადი | 58 | 58 | 0.0% |
მოგების გადასახადი | 900 | 662 | -26.4% |
სხვა გადასახადები | 310 | -21 | -106.8% |