25 ნოემბერს საკონსულტაციო კომპანია ინსორსმა პაშა ბანკის მხარდაჭერით პროექტი “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში უკვე მეორე შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს წამყვანი ბიზნესების უმაღლესი რგოლის მენეჯერები. ბიზნეს კაფეს მეორე შეხვედრას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც სტუმრებს განსახილველ თემად ორგანიზაციული კულტურა შესთავაზა და საღამო გამორჩეულად ინტერაქტიულად წარმართა.
პროექტის მიზანია ქართულ ბიზნესის უმაღლესი რგოლის მენეჯერების პერიოდული შეხვედრა გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით. მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს საკუთარი ორგანიზაციული კულტურის მაგალითები, იმსჯელეს მის მნიშვნელობასა და განვითარების გზებზე.
ბიზნეს კაფეს შეხვედრები უკვე საკმაოდ მაღალი დაინტერესებით სარგებლობს საქართველოში მოქმედი მსხვილი და წარმატებული კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებს შორის. მომავალ წელს ბიზნეს კაფეს შეხვედრები გაგრძელდება და კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მის სტუმრებს.
“პაშა ბანკი ყოველთვის ცდილობს მხარი დაუჭიროს ბიზნეს სექტორში პროფესიული ზრდისკენ მიმართულ პროექტებს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ჩავრთულიყავით ამ საინტერესო და სასარგებლო წამოწყებაში”, – განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
დატოვე კომენტარი