ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) წლის მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ გაიზარდა და 28.2 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1.2 პუნქტით მაღალია. ბიზნესის განწყობის ინდექსს ISET BIA-სთან და ICC Georgia-სთან ერთად ადგენს.
შემცირებული მოლოდინების მიუხედავად, მეოთხე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსის ზრდა მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.
სხვა სექტორებთან შედარებით, მშენებლობის დარგმა ყველაზე დადებითად შეაფასა საკუთარი საქმიანობა.
ბიზნესის ოპტიმიზმი მესამე კვარტალთან შედარებით 10,9 ერთეულით დაეცა.
ამასთან, ფინანსური და მომსახურების დარგების წარმომადგენლებმა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბიზნესის ოპტიმიზმის შემცირებაში.
მნიშვნელოვნად გაიზარდა გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში ფასების ყველაზე დიდ ზრდას მოელიან, ამავდროულად, ფასების ყველაზე მეტი შემცირება პროგნოზირებულია გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
სექტორების მიხედვით, ბიზნესის განწყობის ინდექსი მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად შეიცვალა:
- წარმოება, – შემცირდა 1,5 პუნქტით
- მშენებლობა – გაიზარდა 10,1 პუნქტით
- საცალო ვაჭრობა – შემცირდა 2,5 პუნქტით
- სერვისი – გაიზარდა 2,5 პუნქტით
- სოფლის მეურნება – გაიზარდა 19,5 პუნქტით
- საფინანსო სექტორი – შემცირდა 13,9 პუნქტით
გამოკითხული საწარმოების 61% ამბობს, რომ ბოლო სამ თვეში მათ კომპანიაში დასაქმების მაჩვენებელი არ შეცვლილა. ამასთან, გამოკითხულო კომპანიების 14% ამბობს, რომ მესამე კვარტალში მეორესთან შედარებით დასაქმებული პირების რაოდენობა შემცირდა.
საწარმოების 40% ამბობს რომ მათი ბიზნეს აქტივობა ბოლო სამ თვეში გაიზარდა, ხოლო 25% ამბობს რომ შემცირდა. გამოკითხულო საწარმოების 36% ამბობს რომ ბიზნეს აქტიობა მათ კომპანიაში არ შეცვლილა.
მოლოდინების ინდექსი თითქმის ყველა სექტორში შემცირდა შემდეგნაირად:
- მშენებლობა – 14 პუნქტით
- საცალო ვაჭრობა – 6,4 პუნქტით
- სერვისი – 18 პუნქტით
- საფინანსო სექტორი – 24 პუქნტით
მოლოდინების ინდექსი გაიზარდა სოფლის მეურნეობის დარგში და ზრდამ 34 პუნქტი შეადგინა. ამასთან, გაიზრადა მოლოდინები წარმოების სექტორში და ზრდამ შეადგინა 13,6 პუნქტი.
ოქტომბერ-დეკემბერში ბიზნესის მოლოდინები შემცირდა როგორც მსხვილი ისე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში, თუმცა შემცირება უფრო მასშტაბური აღმოჩნდა მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში და მან 12,9 პუნქტი შეადგინა.
ბიზნესის უმეტესობა (63%) მომდევნო სამ თვეში, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას არ ელოდება, ამასთან გამოკითხული საწარმოების 7% თვლის რომ დასაქმებულების რაოდენობა შემცირდება, ხოლო 31% ზრდას ელოდება.
საწარმოების 47% თვლის რომ მომდევნო სამ თვეში მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, 41% ელოდება რომ მდგომარეობა არ შეიცვლება, ხოლო 12% გაუარესებას ელოდება.
ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, საწარმოების უმეტესობა მომდევნო თვეებში ფასების ზრდას ელოდება. კერძოდ, კითხვაზე „როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვლება ფასები მომდევნო სამ თვეში“, – საწარმოების უმეტესობა – 62% ამბობს, რომ ფასების ზრდას არ გეგმავენ. მხოლოდ 7% ელოდება მომდევნო სამ თვეში ფასების შემცირებას, 31% კი ფასების ზრდას ელოდება.
ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად კვლავ ფინანსებზე წვდომა და დაბალი სამომხმარებლო აქტივობა სახელდება.
გამოკითხვაში მონაწილე 124 კომპანიიდან მსხვილი ბიზნესის 30% და მცირე ბიზნესის 22% კვლავ ამბობს რომ ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა მათი მთავარი დაბრკოლებაა. მსხვილი ბიზნესის 24% და მცირე ბიზნესის 32% ამბობს რომ მათი მთავარი დაბრკოლება მოთხოვნის ნაკლებობაა.
დატოვე კომენტარი